Thumbnail

MMA | დაძაბულობა წარდგენისას - მებრძოლებმა წონები ჩააბარეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

24 მარტს, MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის ორთაბრძოლები ჩატარდება. პირველობის ორგანიზატორი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციაა. მეორე ტურში მონაწილეობას 18 სპორტსმენი მიიღებს. ჩემპიონატი 20:00 დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე იქნება.

მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, მებრძოლებმა წონები ჩააბარეს და ბრძოლისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. აღსანიშნავია, რომ წინა ტურისგან განსხვავებით, მებრძოლთა წარდგენას მშვიდად არ ჩაუვლია.

წარდგენის დროს იყო გაწევ-გამოწევა, სიტუაციას შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილი არეგულირებდა. სასიამოვნოა, რომ მებრძოლებს ასეთი მუხტი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 მარტს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დარბაზში დიდი ბრძოლები გველის.

დაძაბულობა მებრძოლების წარდგენისას

ცხადია, ყურადღება მერუჟან პალიანისა და ელგუჯა გოგიას ბრძოლას უნდა მივაქციოთ. გარდა ამისა, გიორგი კაბულაშვილის აზრით, ლუკა ბრეგვაძისა და ბექა თამლიანის ბრძოლა ტურნირის ყველაზე საინტერესო მოვლენა უნდა იყოს.

ბექა თამლიანი V ლუკა ბრეგვაძე

გიორგი კაბულაშვილი: "მეორე ტური უფრო უკეთესი იქნება. აქ გამარჯვებული სპორტსმენები ჩხუბობენ, რომლებსაც მეტი გამოცდილება აქვთ და მეტი ჰაილაითი გველის. ხვალინდელ Main Card-ზე ბრეგვაძისა და თამლიანის ბრძოლას გამოვარჩევდი. ორივე მაგარი ბიჭია და სანახაობრივი ბრძოლა გველის.

აქვე გეტყვით, რომ 13 მარტს ვიყავი სერბეთში, სადაც მათი ფედერაციის პრეზიდენტს შევხვდი. იქ თამაზ ბოჭორიშვილმა და ასლან გორგიშვილმა იჩხუბეს. ასლანთან 3-ბრძოლიანი კონტრაქტი გაფორმდა, სამივე ბრძოლის მოგების შემთხვევაში, გორგიშვილი ძალიან მაგარ უცხოურ ორგანიზაციას შეუერთდება.

24 მარტს ოქტაგონზე ჯამში 9 წყვილი იჩხუბებს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო დარბაზში გულშემატკივრის დასწრება შეზღუდულია.

კომენტარები

ბოლო ამბები