Thumbnail

'რუსეთთან მოგება მის ხსოვნას მიეძღვნა' - შარიქაძის ემოციური კომენტარი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 23-ედ დაამარცხა
  • ბორჯღალოსნებმა გამარჯვება გარდაცვლილი გიორგი ლომთაძეს მიუძღვნეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი სტუმრად კალინინგრადში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 23:6 გაიმარჯვა. 

აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების 25-ე დაპირისპირება იყო. "ბორჯღალოსნებმა" 23-ე დუელი (ზედიზედ მე-20) მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ერთიც (სულ პირველი მატჩი 1993 წელს) რუსეთის ნაკრებმა მოიგო.

''ბორჯღალოსნებმა'' გამარჯვება ლელო სარასენსის ყოფილ მორაგბეს გიორგი ლომთაძეს მიუძღვნეს, რომელიც ამერიკაში მოულოდნელად გარდაიცვალა.

''ჩვენ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ძმა დავკარგეთ - გიორგი ლომთაძე, „ჩორნა“ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა.! ის ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. იმედია, სადაც არის, ჩვენი ესმის და მინდა იცოდეს, რომ ძალიან მაგრად გვიყვარს, ყოველთვის გვემახსოვრება და მთელი ნაკრები, მის ოჯახს ცხარე გულით უსამძიმრებს", - განაცხადა მერაბ შარიქაძემ.

''ბორჯღალოსნებმა'' რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სტუმრად ზედიზედ სამი მატჩი ჩაატარეს და სამივეში გამარჯვება იზეიმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ნაკრები ტურნირს 13 ქულით ლიდერობს და ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია.

კომენტარები

ბოლო ამბები