Thumbnail
  • ნიონში ევროპალიგის 1/4 და 1/2-ფინალური ეტაპების წილისყრა ჩატარდა
  • 1/4-ფინალში გრანადა მანჩესტერს შეხვდა, აიაქსი რომას დაუპირისპირდება

ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში 2020/21 წლების ევროპალიგის 1/4 და 1/2-ფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა. ასევე გაირკვა, რომელი გუნდებიდან ერთ-ერთი შეიძლება იყოს ფინალურ შეხვედრაში ნომინალური მასპინძელი.

ევროპალიგა. 1/4-ფინალი

გრანადა (ესპანეთი) V მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)

არსენალი (ინგლისი) V სლავია (ჩეხეთი)

აიაქსი (ნიდერლანდები) V რომა (იტალია)

დინამო ზაგრები (ხორვატია) V ვილიარეალი (ესპანეთი)

ევროპალიგა 1/2-ფინალი

გრანადა-მანჩესტერ იუნაიტედი V აიაქსი-რომა

დინამო (ზ)-ვილიარელია V არსენალი-სლავია

ევროპალიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები 8 აპრილს გაიმართება, საპასუხო კი - 15 აპრილს. ტურნირის ნახევარფინალში პირველი მატჩები 29 აპრილს ჩატარდება, საპასუხო კი - 6 მაისს.

ევროპალიგის ფინალურ შეხვედრაში ნომინალური მასპინძელი დინამო (ზ)-ვილიარეალი-არსენალი-სლავიას კვარტეტში საუკეთესო იქნება. 

ევროპალიგის ფინალს გდანსკის სტადიონი უმასპინძლებს

2020/21 წლების ევროპალიგის ფინალურ დაპირისპირებას 26 მაისს პოლონეთის ქალაქი გდანსკი, "გდანსკი არენაზე" უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები