Thumbnail

მომავალ შაბათს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩები ჩატარდება, მანამდე კი, ორგანიზაციამ გასული ტურის 5 საუკეთესო ლელო დაასახელა. სასიხარულოა, რომ რაგბი ევროპის ვერსიით, პირველ ადგილზე აკაკი ტაბუცაძის შედეგიანი შეტევა გავიდა.

შეგახსენებთ, რომ მე-2 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს ესტუმრა და 25:19 სძლია, ტაბუცაძის ლელო კი უმნიშვნელოვანესი გამოდგა. ის “ბორჯღალოსნების” კაპიტნის მერაბ შარიქაძის გარღვევას მოჰყვა, რომელიც რამდენიმე მეტოქეს გასცდა, ბურთი მარჯვნივ ტაბუცაძეს გაატანა და მასაც ლელოს დადება არ გასჭირვებია.

აკაკი ტაბუცაძის შედეგიანი გარღვევა
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

სხვათა შორის, TOP 5-ში მადრიდულ მატჩშივე ესპანეთის ნაკრების ლელოც მოხვდა, ისევე, როგორც პორტუგალიის ნაკრების 2 ლელო რუმინეთთან და რუმინეთისვე ბოლო წამებზე დადებული 2 ლელო, რომელმაც მათ ლისაბონში გამართულ დრამატულ შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა – 28:27.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 20 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩები შედგება: 15:00 საათიდან კალინინგრადში რუსეთის ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს, ხოლო 17:00 საათზე ბუქარესტში რუმინეთისა და ესპანეთის შეხვედრაა დაგეგმილი.

📺 რაგბი ევროპის მე-2 ტურის TOP 5 ლელო

კომენტარები

ბოლო ამბები