Thumbnail

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის სამ მატჩში გუნდთან ერთად და მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში იქნება!

გუშინ ფრანგულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ლიგა 1-სა და ლიგა 2-ის კლუბებმა არაევროკავშირელი ფეხბურთელების სანაკრებო პაუზაზე არგაშვების გადაწყვეტილება მიიღეს და კითხვებიც ამის შემდეგ გაჩნდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დაგვიდასტურეს, რომ ვალანსიენის ნახევარმცველზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდება და ჯაბა 22 მარტიდან თბილისში, გეგმის მიხედვით, გუნდთან ერთად დაიწყებს მზადებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს შვედეთს, 28 მარტს ესპანეთს და 31 მარტს საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. კანკავა ვალანსიენში იანვარში გადავიდა და ფრანგული გუნდის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად სწრაფად ჩამოყალიბდა, რომლის მაისურით დღემდე 10 თამაში ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები