Thumbnail
  • საფრანგეთის ეროვნული ნაკრები თვის ბოლოს 3 შეხვედრას გამართავს
  • უსმან დემბელე 2018 წლის შემდეგ ნაკრებში პირველად გამოიძახეს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის პირველ სამ შეხვედრას 24 მარტს უკრაინის, 28 მარტს ყაზახეთის, 31 მარტს ბოსნია და ჰერცოგოვინას წინააღმდეგ გამართავს.

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მოახლოებული შეხვედრებისთვის 26 ფეხბურთელს უხმო. სიაში ბევრისთვის მოულოდნელად, მოხვდნენ უსმან დემბელე და კლემან ლენგლე, რომლებიც ბარსელონაში არც თუ ისე კარგად გამოიყურებიან.

დემბელე ბოლოს საფრანგეთის ნაკრებში 2018 წლის ნოემბრეში იყო გამოძახებული. მას შემდეგ შემტევს ეროვნული გუნდის მაისურა აღარ ჩაუცვამს. დეშამმა ასევე უხმო ბარსას კიდევ ერთ ფეხბურთელს, ანტუან გრიზმანსაც. 2018 წლის ნოემბრის შემდეგ დემბელეს მსგავსად ნაკრებში თომა ლემარი და ალფონსო არეოლა დაბრუნდნენ.

მეკარეები: ალფონსო არეოლა (ფულემი), უგო ლორისი (ტოტენჰემი), მაიკ მაინიანი (ლილი), სტივ მანდანდა (მარსელი).

მცველები: ლუკა დინი (ევერტონი), ლეო დუბუა (ლიონი), ლუკა ერნანდესი (ბაიერნი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), კლემან ლენგლე (ბარსელონა), ფერლან მენდი (რეალი), ბენჟამენ პავარი (ბაიერნი), რაფაელ ვარანი (რეალი), კურტ ზუმა (ჩელსი).

ნახევარმცველები: ნ’გოლო კანტე (ჩელსი), ტანგი ნდომბელე (ტოტენჰემი), პოლ პოგბა (იუნაიტედი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), მუსა სისოკო (ტოტენჰემი).

თავდამსხმელები: ვისამ ბენ იედერი (მონაკო), კინგსლი კომანი (ბაიერნი), უსმან დემბელე (ბარსელონა), ოლივიე ჟირუ (ჩელსი), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა), თომა ლემარი (ატლეტიკო), ანტონი მარსიალი (იუნაიტედი), კილიან მბაპე (პსჟ). 

კომენტარები

ბოლო ამბები