Thumbnail
  • მეოთხედფინალში 4 გერმანელი მწვრთნელი გავიდა
  • ეს პირველი შემთხვევაა, შარშან კი სამნი იყვნენ
  • წილისყრა პარასკევს გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი დასრულდა. საფეხბურთო ევროპა მეოთხედფინალის წილისყრის მოლოდინშია, რომელიც პარასკევს გაიმართება. ოთხშაბათს, მეოთხედფინალის ბოლო საგზურები ჰანსი ფლიკის (ბაიერნი) და თომას ტუხელის (ჩელსი) გუნდებმა გაიფორმეს - მწვრთნელების, რომლებიც შარშან ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ.


მეოთხედფინალში სულ 8 გუნდი გავიდა და აქედან 4-ს გერმანელი მწვრთნელი ჰყავს. ფლიკის და ტუხელის გარდა, 8 საუკეთესოს შორის არიან იურგენ კლოპის ლივერპული და ედინ ტერზიჩის დორტმუნდი. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ მეოთხედფინალში 4 მწვრთნელია ერთი ქვეყნიდან! საინტერესოა, რომ შარშანაც გერმანელი მწვრთნელები დომინირებდნენ - ოღონდ, მაშინ მეოთხედფინალში სამნი იყვნენ. ტუხელთან და ფლიკთან ერთად წინა სეზონში იულიან ნაგელსმანის ლაიპციგიც შორს წავიდა - ნახევარფინალამდე გააღწია, სადაც ტუხელის პსჟ-სთან დამარცხდა.

4 გერმანელთან ერთად, მეოთხედფინალში ფრანგი (ზინედინ ზიდანი, რეალი), ესპანელი (ხოსეპ გვარდიოლა, მანჩესტერ სიტი), არგენტინელი (მაურისიო პოჩეტინო, პსჟ) და პორტუგალიელი (სერჟიო კონსეისაო, პორტუ) მწვრთნელები არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები