Thumbnail

საფრანგეთის ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის კლუბებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ მარტის სანაკრებო პაუზისას თავიანთ ფეხბურთელებს არ გაუშვებენ იმ ნაკრებებში, რომელთა ქვეყნებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. ეს ყველაფერი ფრანგული კლუბებმა კოვიდრეგულაციების გამო სამედიცინო პროტოკოლების მკვეთრი განსხვავებით ახსნეს. ეს ინფორმაცია "ეკიპმა" გაავრცელა. 

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა ლიგა 2-ის ვალანსიენიდან ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გამოიძახა. საფრანგეთის ლიგა 2-ში კიდევ ერთი ქართველი თამაშობს, ამირან სანაია (როდეზი), თუმცა ის ნაკრებში გამოძახებული არ არის. 

საქართველოს ნაკრები მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპს 25 მარტს შვედეთის ნაკრებთან საგარეო მატჩით იწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები