Thumbnail

'თუ კარგად დააკვირდებით, ზურგსუკან საქართველოა' - The Ruck-მა იტალიას დასცინა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ექვსი ერის პირველობაზე იტალიის ნაკრებმა რომში შვიდი ლელო გაუშვა უელსთან და ამ ტურნირზე ზედიზედ 31-ე მარცხი იგემა. ამ ფაქტს ბრიტანული The Ruck მისთვის დამახასიათებელი ირონიული ფოტო-სტატუსით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში.

"ექვსი ერის რაგბი. თუ კარგად დააკვირდებით, იტალიის ზურგსუკან საქართველოს დაინახავთ, რომელიც მზად არის მისი ადგილი დაიკავოს".

If you look closely, you can see Georgia right behind Italy ready to take its place😂

Posted by Ruck.co.uk on ორშაბათი, 15 მარტი, 2021


ამასთან, Ruck Rugby-მა ტვიტერზე RugbyInsideLine-ის ტვიტი გამოაქვეყნა, რომელსაც სრულად ეთანხმება:

საქართველოს რეკორდი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 2018 წლიდან:

WWWWWWWWWWWWWWWWW

პლეი ოფი 6 ერში საჭიროა. ის სჭირდება იტალიას, რომ იყოს კონკურენტუნარიანი, განვითარდეს, რომ არ გავარდეს. ვფიქრობთ, თბილისში ამ მატჩს კომერციული წარმატება გარანტირებული აქვს". 

კომენტარები

ბოლო ამბები