Thumbnail
  • ნიუ ორლეანს პელიკანსი 135:115 ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • კლიპერსის ლიდერებს ცუდი თამაში ჰქონდათ
  • ზაიონ უილიამსონი საუკეთესო იყო

ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ლოს ანჯელეს კლიპერსი ამბიციურ ნიუ ორლეანს ხვდებოდა და უშანსოდ, 20 ქულით დამარცხდა - თანაც ისე, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ბრძოლაში ჩართვის შანსი, ფაქტობრივად, არც ჰქონია.

ნიუ ორლეანსმა თავისი სროლების 65 პროცენტი გამოიყენა და მეტოქეს 135 ქულა ჩაუგდო. კლიპერსს ზუსტი სროლების მხოლოდ 45-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა.

კავაი ლეონარდმა 13-დან 9 სროლა ჩააგდო, 23 ქულა დააგროვა, თუმცა -26 ჰქონდა. ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ კლიპერსის სხვა მოთამაშეებიც. პოლ ჯორჯმა 8-დან მხოლოდ 1 სამქულიანი გამოიყენა, 14 სროლაში 15 ქულა დააგროვა და -24-ით დაასრულა შეხვედრა.

სამაგიეროდ, ძალიან კარგი თამაში ჩაატარეს ნიუ ორლეანსის ლიდერებმა, უპირველეს ყოვლისა კი, ლიგის ამომავალმა ვარსკვლავმა ზაიონ უილიამსონმა. მან 16-დან 13 სროლა გამოიყენა, 27 ქულა დააგროვა და  +24 ჰქონდა. მის ანგარიშზე ტრადიციულად რამდენიმე ეფექტური ჩატენვაც იყო. 23 ქულა იყო ბრენდონ ინგრემის აქტივში და 20 - ლონზო ბოლის.

მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები