Thumbnail
  • იტალია 7:48 უელსი
  • იტალიელთა წაგების შემდეგ მედიამ ისევ 6 ერის რეორგანიზაციის თემა წამოჭრა

6 ერის პირველობაზე იტალიის ნაკრებმა რომში 7 ლელო გაუშვა უელსთან და 7:48 დამარცხდა. BBC Sport წერს, რომ ასეთი დიდი მარცხის შემდეგ კვლავ გაძლიერდება ამ ტურნირზე იტალიის ნაკრების თამაშის მიზანშეწონილობაზე საუბარი:

"მორიგი მძიმე მარცხი გარდაუვალს ხდის კითხვებს იტალიის ნაკრების მიმართ. ხომ არ სჯობს, რომ ექვს ერში საქართველოს ნაკრებს მიეცეს შანსი? ფაქტები "მკვლელია" - ზედიზედ 31-ე წაგება ექვს ერზე "აძურისთვის". ბოლოს მათ 2015 წელს დაამარცხეს შოტლანდია. შინ ექვს ერზე იტალიის ნაკრებს 8 წელია, რაც არ მოუგია, ზედიზედ 20 მატჩი! იტალიამ მიიღო 187 ქულა და 26 ლელო გასულ წელს სულ რაღაც 4 თამაშში. მაგრამ ის, რაც მოედნის მიღმა ხდება, მათ პოზიციებს აძლიერებს.
CVC-მ 6 ერთან  £365-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც იტალიის სტატუსს მომდევნო ხუთი წლის განნავლობაში უსაფრთხოს ქმნის. ექვსი ერის ბოსი ბენ მორელი ამბობს, რომ ტურნირი "ძვირფასია" და ყოველი ცვლილება "მიკრისკოპში" უნდა შევისწავლოთ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ", წერს BBC Sport.

The Sun: "ეს მარცხი ხელახლა გააღვივებს კამათს, ღირს თუ არა იტალიის თამაში ტურნირზე, თუ დროა, ჩატარდეს საშინაო და გასვლითი პლეი ოფი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ".

📺 იტალია v უელსი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები