Thumbnail
  • 📅 14 მარტი | ⌚ 15:45 | 🏉 ესპანეთი V საქართველო | 📺 TV იმედი
  • ბორჯღალოსნებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს, მაისაშვილი მდგომარეობას აფასებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში კაპიტნის ვარჯიში გამართა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩისთვის მზადაა. ''ბორჯღალოსნების'' მეტოქე მასპინძელი ესპანეთი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ, საქართველომ ლისაბონში პორტუგალიას 29:16 სძლიეს, “ლომები“ კი ისვენებდნენ და ამდენად, ტურნირში, რომელიც პარალელურად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, სასტარტო მატჩს ჩაატარებენ. ესპანეთთან მატჩამდე ნაკრებში არსებული მდგომარეობა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მორაგბე ლაშა ჯაიანმა შეაფასეს.

ლევან მაისაშვილი: ესპანეთი ბოლო წლებში საკმაოდ კარგ გუნდად ჩამოყალიბდა. ისინი ჩვენთან ერთად ფავორიტები არიან. ჩვენთან მატჩისთვის ყველა განსაკუთრებით ემზადება. ჩვენ 32 მორაგბეს ვამზადებთ. როტაციას აუცილებლად მივმართავ, რათა შანსი ყველას მიეცეს. ეს ბუნებრივი პროცესია, სადაც გუნდის ჩამოყალიბებაზე ვმუშაობთ. ესპანეთს ხელით სწრაფად თამაში შეუძლიათ. ჩვენი უპირატესობა გამოცდილებაა, პლუს ტემპი და ფიზიკურობაც. ჩვენ უკეთ შევძლებთ ორი ტაიმის თამაშს. შევძლებთ იმას, რომ მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ.

ლაშა ჯაიანი: ესპანეთის სავარჯიშო კვირამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. პორტუგალიასთან დაშვებულ შეცდომებზე ვიმუშავეთ და გამოვასწორეთ. ესპანეთი ბოლომდე დაიხარჯება და გვჯერა, რომ კარგი მატჩი გამოვა. დღევანდელი კაპიტნის ვარჯიშიც კარგი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები