Thumbnail
  • ატლეტიკო 1:0 არსენალი
  • დიეგო კოშტა მატჩის გმირი გახდა, ატლეტიკო ევროპალიგის მოგებას ეცდება
  • უმძიმესი მატჩი ვანდა "მეტროპოლიტანოზე" - წინ ლიონში გასამართი ფინალია

ევროპალიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართა. არსენ ვენგერი კარგად ხვდებოდა, რომ არსენალთან ერთად ეს მისი ბოლო შანსი იყო, რათა 22-წლიანი კარიერა ტიტულით დაესრულებინა. მისი ოპონენტი შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს.

დიეგო სიმეონემ შეხვედრა ტრიბუნიდან მოიგო!

ატლეტიკო უპირატესობს ფლობდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუნდებმა კარში ზუსტად მხოლოდ ხუთჯერ დაარტყეს. მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა. ანტუან გრიზმანმა ბრწყინვალე პასი გააკეთა, ბურთი დიეგო კოშტას მიუვიდა, რომელმაც ექტორ ბელერინს აჯობა და დავიდ ოსპინასაც არ დაუტოვა შანსი.

მეორე ნახევარში ატლეტიკო ისევ აკონტროლებდა სიტუაციას. ერთბურთიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ, ატლეტიკოს დაცვას არსენალმა ვერაფერი მოუხერხა. როხიბლანკომ ანგარიში შეინარჩუნა ფინალში გავიდა და არსენ ვენგერის კარიერაც უსახელოდ დაასრულა.

მშვიდობით, არსენ! - ასეთი შინაარსის მქონე ბანერი იყო გამოფენილი ვანდა მეტროპოლიტანოზე.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

ატლეტიკო მესამედ ითამაშებს ევროპალიგის ფინალში, რაც ამ ტურნირის რეკორდია. მადრიდულმა კლუბმა სევილიას რეკორდი გაიმეორა.

დიეგო კოშტამ არსენალს ბოლო შვიდ შეხვედრაში ოთხჯერ გაუტანა. ესპანელმა ამ ოთხიდან ორი გოლი ბოლო ორ შეხვედრაში გაიტანა.

დიეგო კოშტას 4 ზუსტი დარტყმა ჰქონდა არსენალის წინააღმდეგ. ხუთჯერ დრიბლინგით აჯობა არსენალის მცველებს. 12-ჯერ მიიღო ბურთი არსენალის საჯარიმოში.

კომენტარები

ბოლო ამბები