Thumbnail

‘მინდორზე დაბნეულები დავდიოდით’ – შოთა არველაძე მისთვის ურთულეს მატჩზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ჩემი მშობლები დაბნეულები ჩანდნენ, არ იცოდნენ, ვისთვის ეგულშემატკივრათ'
  • შოთა არველაძემ ტყუპისცალ არჩილთან დაპირისპირების ისტორია გაიხსენა

ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა აწ კი მწვრთნელმა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მატჩი გაიხსენა, რომელიც მინდორზე ტყუპისცალ აჩისთან დაპირისპირებას უკავშირდება. შოთას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაიკა? ბრედასთან, პირველი მატჩის შემდეგ, მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხია, მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა და მისი სუნი ასდიოდეს... ეს თამაში ორივესთვის ურთულესი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ერთ გუნდში ვთამაშობდით და რაც გაგვაჩნია – გამარჯვებების ჩათვლით, ორივეს გვეკუთვნის. თბილისიდან მთელი ოჯახი დაირაზმა და ამ მატჩის საყურებლად ჩამოვიდა ამსტერდამში. ჩემი მშობლები დაბნეულები ჩანდნენ, არ იცოდნენ, ვისთვის ეგულშემატკივრათ. არც მედიას დაუტოვებია ეს ფაქტი ყურადღების გარეშე და საკმაოდ დიდი გადაცემა მოგვიძღვნეს. ბოლოს ჩვენებმა ბრედას გულშემატკივრობა გადაწყვიტეს. ამას იმით ხსნიდნენ, რომ აიაქსი ჩემპიონობას მაინც შეძლებდა, აჩის კი აიაქსთან გამარჯვება სჭირდებოდა. თამაში მაინც აიაქსის გამარჯვებით დასრულდა... ტყუპებმა თავი ვერაფრით გამოვიჩინეთ, ალბათ გაგვიჭირდა ამ ყველაფრის აღქმა... მინდორზეც რაღაც დაბნეულები დავრბოდით”.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე აიაქსის ღირსებას 1997-2001 წლებში იცავდა და ნიდერლანდების ჩემპიონატის 96 მატჩში 55 გოლის გატანა მოახერხა. არჩილ არველაძე ბრედაში 1997-2000 წლებში ირიცხებოდა და ერედივიზიონის 89 შეხვედრაში 32 გოლი მიითვალა.

იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაიკა? ბრედასთან, პირველი მატჩის შემდეგ, მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ...

Posted by Shota Arveladze on Tuesday, March 9, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები