Thumbnail

'შეუძლებელი არაფერია' - კუმანი პსჟ-სთან მატჩის წინ იმედს არ კარგავს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში ბარსელონა პარიზში პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდების პირველი დუელი ფრანგებმა ესპანეთში 4:1 მოიგეს და მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი აქვთ გადადგმული, ბარსას მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი იმედიანადაა განწყობილი. როგორც მან მატჩამდე აღნიშნა, შეუძლებელი არაფერია.

რონალდ კუმანი: "ფეხბურთში ინტრიგა ყოველთვის არსებობს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ დავიწყებთ მატჩს, რამდენ ენერგიას დავხარჯავთ, რომ მათ სირთულეები შევუქმნათ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებულია, რამდენად ეფექტურები ვიქნებით. საგოლე მომენტების შექმნას ყოველთვის ვახერხებთ და თუ შეტევაში მაქსიმალურად ეფექტურები ვიქნებით, შეუძლებელი არაფერია.

ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერია და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა სურს. მეორე მხრივ, ბარსელონა ცდილობს, ყველა მატჩი მოიგოს და იმედი გვაქვს, რომ მათ ცხოვრებას გავართულებთ. თუ "ქამბექზე" ვფიქრობთ, მაშინ ყველა მოთამაშის საუკეთესო ფორმაში ყოფნა დაგვჭრდება. თუ მესი შეძლებს ერთ-ერთი საუკეთესო თამაშის ჩატარებას, ყველაფერი შესაძლებელია. თუმცა, არ მინდა მარტო მასზე ზეწოლა, მთელმა გუნდმა თავისი საუკეთესო მხარე უნდა აჩვენოს".

სამი კვირის წინათ, ბარსელონამ საკუთარ მოედანზე 1:4 წააგო და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ 4 გოლის გატანა სჭირდება. კატალონიური გრანდი რთული ამოცანის წინაშეა, მაგრამ 2017 წელს სწორედ პსჟ-სთან ბარსამ მომდევნო ეტაპზე გასვლა პირველ მატჩში 0:4 მარცხის შემდეგ მოახერხა, როცა საპასუხო მატჩი 6:1 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები