Thumbnail

The Scottish Sun პრემიერლიგის ჩემპიონ ლივერპულზე ირონიულ სტატიას აქვეყნებს. მოგეხსენებათ, იურგენ კლოპის შეგირდები 28 თამაშიდან 43 ქულით მხოლოდ მე-8 პოზიციაზე არიან...

"კარგი ამბავი მაქვს ლივერპულის ფანებისთვის, მათ შესაძლოა, მალე იხილონ "ენფილდზე" ევროპული ბატალიები. ამისთვის იურგენ კლოპის გუნდმა მხოლოდ ერთი საფეხურით უნდა წაიწიოს წინ და მესამე დონის ევროთასზე, ევროპა კონფერენსლიგაზე მოხვდება, რომელიც წლეულს იბადება. 

"კოპის" წითელ ბიჭებს შესაძლოა, ფინურ ჰონკასთან, ან დავით ყიფიანის თასის მფლობელ გაგრასთან მოუწიოთ თამაში, ან იმ ლუქსემბურგულ კლუბთან, რომელიც ჩემპიონატში მე-4 პოზიციას დაიკავებს", - ვკითხულობთ დეივ კიდის სტატიაში: "და რა სჯობს, ტირანაში ფინალში თამაშს? იქნება გუნდში მო სალაჰი იმ დროისთვის? ვინ იცის, რა მოხდება, როცა 10 კვირაში ფეხბურთის ერთ-ერთი მძლავი იმპერია მტვერში დაემხობა".

რა თქმა უნდა, მთელი სტატია ასეთ ირონიულ სტილში არ გრძელდება, შემდეგში განხილულია კლოპის გუნდის მიმდინარე კრიზისის მიზეზები და თუ როგორ გაუმკლავდება მათ გუნდის საუკეთესო მოთამაშე მოჰამედ სალაჰი. 

გაგრა 0:0 (5:3) სამგურალი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ფინალში გაგრამ პენალტების სერიაში დაამარცხა სამგურალი და ევროპა კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. გაგრამ ტიტული მეორედ მოიგო, ეს გუნდი ეროვნული ლიგა 2-ში თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები