Thumbnail
  • 📅 9 მარტი | ⌚ 23:55 | ⚽ დორტმუნდი V სევილია
  • პირველი მატჩი დორტმუნდმა სევილიაში 3:2 მოიგო
  • ორივე გუნდი არასტაბილურია და გამორიცხული არაფერია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ბევრი არ ელოდა, რომ დორტმუნდის ბორუსია სევილიას სტუმრად მოუგებდა და თუკი გერმანულმა კლუბმა ეს შეძლო, რატომ ვერ უნდა მოახერხოს იგივე სევილიამ დორტმუნდში? მართალია, ბოლო დროს ესპანური კლუბი ცუდ ფორმაშია და ბოლო 5 ოფიციალური მატჩიდან 4 წააგო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანამდე სევილიელებს 8-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდათ, რომელიც სწორედ დორტმუნდთან მოულოდნელი წარუმატებლობით შეწყდა.

დორტმუნდმაც, სწორედ სევილიასთან გამარჯვებით გამოკეთა მდგომარეობა და მერე ზედიზედ სამი ოფიციალური თამაშიც მოიგო, მაგრამ შაბათს ბაიერნთან 2:4 დამარცხდა და ბუნდესლიგაში მხოლოდ მე-6 ადგილზეა. დორტმუნდში სევილიას აუცილებლად მოგება სჭირდება და თანაც, ორბურთიანი სხვაობით, ან მინიმუმ 3 ბურთის გატანა. მოკლედ, ამ დროისთვის ორივე გუნდი არასტაბილურია და ამ წყვილში აბსოლუტურად არაფერია გამორიცხული.


დორტმუნდელთა მთავარი იმედი ერლინგ ჰაალანდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი, ბუნდესლიგაში კი - 19. ნორვეგიელმა სევილიას პირველ მატჩში დუბლი შეუსრულა და შაბათს, ბაიერნსაც 2 გოლი გაუტანა. ერთი სიტყვით, თუ ბორუსია სევილიას ისევ გაუტანს, დიდი შანსია, ეს ისევ ჰაალანდმა გააკეთოს. თანაც, 3 თამაშია, სევილია მინიმუმ 2-2 ბურთს უშვებს.

საპასუხო მატჩის წინ დორტმუნდი უკვე აშკარა ფავორიტადაა მიჩნეული და ძალიან ცოტას თუ სჯერა, რომ სევილიას სტუმრად სასურველი შედეგის დაფიქსირება შეუძლია. ამის მიზეზი ისიცაა, რომ პირველი მატჩის წაგების შემდეგ სევილია პლეი ოფში მომდევნო ეტაპზე არასდროს გასულა. დორტმუნდს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით საკუთარ მოედანზე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო 11 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო - 2018/2019 წლების სეზონში, მომავალ ფინალისტ ტოტენჰემთან.

გერმანელებს ჯეიდონ სანჩო აკლიათ. დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს ჯოვანი რეინაც. ვიტსელი, აკანჯი და გერეირო დიდი ხანია, ლაზარეთში არიან. სევილიას ტაქტიკური სქემა ალბათ ისევ 4-3-3 იქნება.

საინტერესო ფაქტები

⚽ ამ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი რეალურია და თუკი ბორუსიადან ვინმემ უნდა გაიტანოს, პირველ რიგში ერლინგ ჰაალანდმა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია - სევილიას პირველ მატჩშიც დუბლი შეუსრულა და შაბათს, ბაიერნსაც 2 გოლი გაუტანა.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში სევილიას ბოლო 5 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ დორტმუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 6 თამაშიდან 5 მოიგო.

⚽ ბორუსიამ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 თამაშიდან 5-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ დორტმუნდს ჩემპიონთა ლიგაში შინ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-3-3): ჰიტცი - მორეი, ემრე ჯანი, ჰუმელსი, შულცი - ბელინგემი, დაუდი, დილეინი - როისი, ჰაალანდი, თ. აზარი.
ტრავმა: აკანჯი, რეინა, სანჩო, შმელცერი, ვიტსელი

სევილია (4-3-3): ვაჩლიკი - ხესუს ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, აკუნია - ჟორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი - სუსო, ენ-ნესირი, ოკამპოსი.
ტრავმა: ალეიშ ვიდალი, ბონო

კომენტარები

ბოლო ამბები