Thumbnail
  • ბუდაფოკი 1:2 ფეჰერვარი
  • ზივზივაძეს უნგრეთის ჩემპიონატში 7 გოლი და 6 ასისტი აქვს

უნგრეთის OTP Bank ლიგის 25-ე ტურში ბუდუ ზივზივაძემ ულამაზესი გოლის გატანა შეძლო. ქართველი ფორვარდის ფეჰერვარმა სტუმრად ბუდაფოკი დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, ანგარიში კი სწორედ ბუდუმ გახსნა.

მე-17 წუთზე ზივზივაძემ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ცაციათი ძლიერად და რაც მთავარია, ზუსტად დაარტყა - მეკარეს შანსი არ ჰქონია. ქართველი შემტევი 90-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება თამაშს, 41-ე წუთზე მასპინძლებმა გაათანაბრეს, მაგრამ 84-ე წუთზე ფეჰერვარმა ლის ჰურის გოლით მაინც მოიგო.

26 წლის ზივზივაძეს უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, 6-ჯერ კი საგოლე პასიც შეასრულა. გარდა ამისა, 3 გოლი მან უნგრეთის თასზე მიითვალა. ფეჰერვარმა 25 ტურის თავზე 40 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.

📺 ზივზივაძის გოლი ბუდაფოკისთან

კომენტარები

ბოლო ამბები