Thumbnail

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში მანჩესტერულ დერბიში იუნაიტედმა სიტიმ ბრუნო ფერნანდეშისა და ლუკ შოუს გოლებით 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა. პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ საგოლე მომენტების გამოყენება ვერ მოახერხა. პეპს არც მეტოქისადმი კომპლიმენტები დავიწყებია:

"შესანიშნავი თამაში იყო. იუნაიტედი ძალიან მაღალ პრესინგს ახორციელებდა და კონტრშეტევაზე სწრაფად გადადიოდა. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ჩვენი დამარცხება ახალი ამბავია, მაგრამ ასევე ზედიზედ 21 გამარჯვებაც სიახლე იყო. სეზონის ბოლომდე კიდევ 30 ქულაა გასათამაშებელი და სერია თავიდან უნდა დავიწყოთ. ფეხბურთი ასეთია. ჩვენ ვესტ ჰემთან ბევრად უარესად ვითამაშეთ, თუმცა მაშინ გავიმარჯვეთ. ჩვენი მიდგომა არ იცვლება, ეს თამაში ჩვენთვის გაკვეთილად გამოდგება".

მანჩესტერმა სიტის წაუგებელ სერიას წერტილი დაუსვა

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი განსაკუთრებით კარგად დაცვაში თამაშობდა:

"გახარებული ვარ. პირველი გოლის შემდეგ, უფრო მეტად შედეგის შენარჩუნებაზე ვიყავით კონცენტრირებული. ძლიერი გუნდები აუცილებლად შექმნიან მომენტებს, როდესაც დაცვაში თამაშობ. მეორე გოლი შესანიშნავი იყო, შოუმ აჩვენა როგორი ფეხბურთელია, მან საოცრად ითამაშა. ვფიქრობ, თავი მართლაც კარგად დავიცავით. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მარსიალი იყო, არადა, ლუკ შოუს მსგავსად, მისი თამაშიც საეჭვო იყო. ეს იყო ზუსტად ის ენტონი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ".

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტიმ ნოემბრის შემდეგ პირველად წააგო და 28-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. დერბიში წაგების მიუხედავად, პეპ გვარდიოლას გუნდი მანჩესტერ იუნაიტედს ისევ დიდ უპირატესობით (11 ქულა) უსწრებს.

📺 მანჩესტერ სიტი 0:2 მანჩესტერ იუნაიტედი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები