Thumbnail

ოლ სტარი ნაკლული შემადგენლობებით - ემბიიდს და სიმონსს თამაში აუკრძალეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჯოელ ემბიიდი და ბენ სიმონსი მატჩს კოვიდ-რეგულაციების გამო ჩამოაშორეს
  • ფილადელფიას ვარსკვლავების სტილისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფილადელფია სიქსერსის კალათბურთელები ჯოელ ემბიდი და ბენ სიმონსი NBA-ს მოახლოებულ “ყველა ვარსკვლავთა მატჩს” დააკლდებიან, ლიგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კი, მათ არავინ შეცვლის.

ფილას ლიდერების მიმართ მკაცრი განაჩენი მას შემდეგ გამოუტანეს, რაც მათ პირად სტილისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ემბიიდი და სიმონსი მას რამდენიმე დღის წინ სტუმრობდნენ და მართალია, ატლანტაში კერძო თვითმფრინავებით ჩავიდნენ და სხვა კალათბურთელებთან კონტაქტი არ ჰქონიათ, მათი “ოლ სტარისგან” ჩამოშორება მაინც გადაწყდა.

ცნობისთვის, ემბიიდი კევინ დურანტის გუნდის სასტარტო ხუთეულში უნდა ყოფილიყო, სიმონსი კი ლებრონ ჯეიმსის გუნდში სათადარიგო იყო. შესაბამისად, მოახლოებულ შეხვედრაში ორივე გუნდს თითო კალათბურთელი დააკლდება. შეგახსენებთ, რომ “ოლ სტარი” 8 მარტს თბილისის დროით 05:00 საათიდან ატლანტას State Farm Arena-ზე დაიწყება.

BREAKING: JOEL EMBIID & BEN SIMMONS RULED OUT OF ALL-STAR GAME DUE TO CONTACT TRACING. NBA has announced there will NOT be replacements. Thoughts? 🤔

Posted by NBA Buzz on Sunday, March 7, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები