Thumbnail

ბენზემამ რეალი გადაარჩინა - ატლეტიკომ უპირატესობა ვერ გაზარდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ატლეტიკო 1:1 რეალი | 1:0 სუარესი (15), 1:1 ბენზემა (88)
  • მადრიდულ დერბიში გუნდებმა ქულები გაიყვეს

ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურის მთავარი დაპირისპირება "ვანდა მეტროპოლიტანოზე" შედგა, სადაც ატლეტიკომ მადრიდულ დერბიში რეალს უმასპინძლა. ეს გუნდები გარდა იმისა, რომ ახლო ურთიერთობით არ გამოირჩევიან, ჩემპიონობისთვისაც იბრძვიან და თამაშს დიდი ინტრიგა ჰქონდა.

"როხიბლანკოსთვის" დასაწყისი გამოდგა უკეთესი, "ბლანკოსისთვის" - დასასრული. დიეგო სიმეონეს გუნდმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა. ლუის სუარესმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-17 გოლი გაიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ ზინედინ ზიდანს რეალი საკმაოდ ერთფეროვნად თამაშობდა და შეტევაში არაფერი გამოსდიოდა, ხოლო მასპინძლებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, განსაკუთრებით მე-2 ტაიმში, როდესაც სუარესმა რამდენიმე საგოლე შანსი გაანიავა.

მატჩში ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა

რეალმა პირველი სახიფათო მომენტი მხოლოდ 79-ე წუთზე შექმნა: კარიმ ბენზემას იან ობლაკმა არ გაატანინა, თანაც ზედიზედ ორი დარტყმის შემდეგ. 88-ე წუთზე ფრანგმა ფორვარდმა კიდევ ერთხელ იაქტიურა, კაზემიროსთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა და ბრაზილიელმაც თანაგუნდელს ცარიელ კარში გაატანინა - 1:1.

აღსანიშნავია, რომ ბენზემამ რეალის მაისურით ლა ლიგაში 371-ე თამაში ჩაატარა და რობერტო კარლოსის რეკორდი გააუმჯობესა - ახლა რეალის ფეხბურთელებში ლეგიონერებს შორის ყველაზე მეტი მატჩი კარიმის ანგარიშზეა (ლა ლიგაში). ერთი საინტერესო ფაქტიც: ატლეტიკომ ესპანური ტურნირებზე (ლა ლიგა, სამეფო თასი) "ვანდა მეტროპოლიტანოზე" 29 მეტოქეს უმასპინძლა და რეალი ერთადერთი გუნდია, რომელიც ვერ დაამარცხა.

ატლეტიკო ლა ლიგას 59 ქულით ლიდერობს და ბარსელონას - 3, ხოლო რეალს 5 ქულით უსწრებს, თუმცა დიეგო სიმეონეს გუნდს კონკურენტებთან შედარებით 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ატლეტიკო 1:1 რეალი

გოლები: 1:0 სუარესი (15), 1:1 ბენზემა (88)

კომენტარები

ბოლო ამბები