Thumbnail

ჯერარდის პირველი სამწვრთნელო ტიტული - რეინჯერსი შოტლანდიის ჩემპიონია!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გლაზგოს რეინჯერსის 55-ე საჩემპიონო ტიტული
  • სტივენ ჯერარდის გუნდმა სელტიკის ჰეგემონია დაამხო

რეინჯერსი შოტლანდიის ჩემპიონია! პრემიერშიფის 32-ე ტურში გლაზგოელთა ერთადერთმა კონკურენტმა სელტიკმა სტუმრად დანდი იუნაიტედს ვერ მოუგო (0:0) და ამ თამაშის დასრულებისთანავე რეინჯერსის ჩემპიონობა გაოფიციალურდა.

ჯერარდის გუნდმა გუშინ სენტ მირენთან იოლად, 3:0 მოიგო და თამაშის შემდეგ აიბრქოსზე დიდი ზეიმი იყო, რადგანაც გუნდს ჩემპიონობამდე ერთადერთი ქულაღა აკლდა. თუმცა, სელტიკის ვერმოგების შემდეგ, ყველაფერი ნათელი გახდა. რეინჯერსს 32 ტურში 88 ქულა აქვს (28 მოგება, 4 ფრე, 0 წაგება) და სელტიკს 20 (!) ქულით უსწრებს.

გლაზგოური გუნდი ისტორიაში 55-ედ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი, 2011 წლის შემდეგ კი პირველად. ამგვარად, სელტიკის 9-წლიანი ჰეგემონია დამხობილია.

შეგახსენებთ, რომ რეინჯერსი გასული დეკადის დასაწყისში რანგით მეოთხე ლიგაში დააქვეითეს, თუმცა კლუბმა, უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება 4 სეზონში შეძლო. რეინჯერსისთვის ახალი ეპოქა კი რეალურად 2018 წლიდან იწყება, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი გახდა. ახალგაზრდა ინგლისელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები