Thumbnail

სანაძის პირველი სასტარტო - დუდას გუნდმა ადრიატიკის ლიგაში ისევ წააგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბორაცი 82:95 ცედევიტა ოლიმპია
  • ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო

28 წლის ქართველმა კალათბურთელმა დუდა სანაძემ სერბულ ბორაცში გადასვლის შემდეგ, სასტარტო ხუთეულში პირველი მატჩი ჩაატარა, თუმცა, მისმა კლუბმა ადრიატიკის ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა.

ჩაჩაკელები სლოვენიურ ცედევიტა ოლიმპიას დაუხვდნენ და წარმატების შანსი არ ჰქონიათ – 82:95. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე 12:35 წუთი გაატარა და 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. დუდამ ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბორაცს ადრიატიკის ლიგის 18 მატჩში 4 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ კოპერ პრიმორსკას უსწრებს, სადაც სანაძე 2016-17 წლებში თამაშობდა. დუდას გუნდი მომდევნო მატჩს კიდევ ერთ სლოვენიურ კლუბ კრკა ნოვო მესტოსთან 15 მარტს სტუმრად ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები