Thumbnail

18 წლის ქართველმა კალათბურთელმა ალექსანდრე მერკვილაძემ NCAA-ს რეგულარული სეზონი ზედიზედ მე-2, სულ კი მე-5 ორმაგი დუბლით დაასრულა.

ალექსის კალ სტეიტ ნორტრიჯმა სეზონის ბოლოს რივერსაიდ ჰაილენდერსთან ჯერ 68:72, შემდეგ კი, 65:66 წააგო. პირველ შემთხვევაში, ახალგაზრდა ქართველი ცენტრის მონაგარი 17 ქულა და 13 მოხსნა იყო, ამჯერად კი, მან 13 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. მერკვილაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 33 წუთში 5-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა და პასივში 5 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლიც ჰქონდა.

კალ სტეიტმა კონფერენცია Big West-ში 5 მოგების წილ 9 მარცხი განიცადა და 11 გუნდს შორის მე-8 შედეგი აჩვენა, ქართველი ლეგიონერის საშუალო მონაგარი კი 10.2 ქულა, 6.8 მოხსნა და 1.0 პასი იყო. ნორტრიჯი 10 მარტს Big West-ის შიდა ტურნირის ეგიდით ლონგ ბიჩ სტეიტს ეთამაშება.

გიორგი ბეჟანიშვილი ოჰაიო სტეიტთან მატჩში

რეგულარული პირველობა ძალიან წარმატებულად დაასრულა გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა. ფაითინგ ილინიმ დასკვნითი 12 მატჩიდან 11 მოიგო და კონფერენცია Big Ten-ში 16 გამარჯვებითა და 4 მარცხით მე-2 შედეგი აჩვენა.

დღეს დილით ილინოისმა ოჰაიო სტეიტ ბაქაისს 73:68 სძლია, ქართველმა კალათბურთელმა კი 14 წუთში 2 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ბეჟანიშვილმა 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლიც მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები