Thumbnail

'როგორ დაიწყო და როგორ გაგრძელდა' - მორიბა ბარსას ფორმით პირველი გოლის შემდეგ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მორიბამ ბარსას ფორმით პირველი გოლი გაიტანა
  • გვინეელმა მესისთან ბავშვობაში გადაღებული ფოტო და გუშინდელი კადრი გამოაქვეყნა

ბარსელონას 19 წლის ნახევარმცველი - ილაიშ მორიბა წარმოშობით გვინეიდან გახლავთ. კლუბის სტრუქტურაში 2010 წელს მოხვდა და მას შემდეგ ასაკობრივ გუნდებთან ერთად, ბარსელონას B გუნდში თამაშის მოასწრო.

თუმცა, 2021 წლის 13 თებერვალს, მორიბას პირველ გუნდში თამაშის შანსი რონალდ კუმანმა მისცა, როდესაც ალავესის წინააღმდეგ ათამაშა. პირველი გოლი გვინეელმა გუშინ, ოსასუნასთან გასვლაზე გაიტანა და ტვიტერზე მესისთან ერთად გადაღებული 2 ფოტო გამოაქვეყნა.

"როგორ დაიწყო და როგორ გაგრძელდა" - წერს ტვიტერზე მორიბა, რომელიც დღეს დღეობით ესპანეთის ასაკობრივი გუნდების წევრია, თუმცა, გვინეის ნაკრების სახელით აპირებს ასპარეზობას. დებიუტიც ჩანიშნული ჰქონდა, მაგრამ პანდემიამ შეუშალა ხელი, მას შემდეგ რაც აფრიკაში სანაკრებო შესვენების გრაფიკი აირია.

26 ტურის შემდეგ ბარსელონას ლა ლიგაში მე-2 ადგილს იკავებს და მადრიდის ატლეტიკოს 2 ქულით ჩამორჩება. თუმცა, მადრიდელებს 2 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები