Thumbnail

გლაზგოში ზეიმია - ჯერარდის რეინჯერსს ჩემპიონობამდე მხოლოდ 1 ქულა აშორებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 10-წლიანი პაუზის შემდეგ რეინჯერსი ტიტულს იბრუნებს
  • მომდევნო ტურში, 55-ე ტიტულის მოსაგებად 1 ქულაც საკმარისია

რეინჯერსმა სენტ მირენი რაიან კენტის, ალფრედო მორელოსის და იანის ჰაჯის გოლებით 3:0 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ გლაზგოელებს 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობამდე, მხოლოდ 1 ქულა აშორებთ.

ამ გამარჯვების შემდეგ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა - სტივენ ჯერარდმა გასახდელის სარკმელი გააღო და ფანებთან ერთად იზეიმა. მალევე იგივე კლუბის კოლუმბიელმა ლეგიონერმა - ალფრედო მორელოსმაც გაიმეორა.

შეგახსენებთ, რომ რეინჯერსი გასული დეკადის დასაწყისში რანგით მეოთხე ლიგაში დააქვეითეს. თუმცა კლუბმა, უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება 4 სეზონში შეძლო. რეინჯერსისთვის ახალი ეპოქა კი რეალურად 2018 წლიდან იწყება, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი პოსტი სტივენ ჯერარდმა ჩაიბარა.

ეს ჩემპიონობა რეინჯერსისთვის საიუბილეო 55-ე იქნება. "მინდა ფრთხილი ვიყო შეფასებაში..." - ამბობს ჯერარდი. "ვიცით, რომ ამ საზარელ პანდემიას კიდევ ვებრძვით, თუმცა ფანების შეკრების სურვილიც გასაგებია - ასეთი გზა, ასეთ მოკლე პერიოდში ბევრს გუნდს არ აქვს გავლილი."

კომენტარები

ბოლო ამბები