Thumbnail

იან ბლახოვიჩი გახდა პირველი მებრძოლი, ვინც ადესანიას დამარცხება შეძლო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ისრაელ ადესანია MMA კარიერაში პირველად დამარცხდა
  • ბლახოვიჩმა ქამარი დაიცვა და თავის თავს უკვე 'ნამდვილ ჩემპიონს უწოდებს

წარმოშობით ნიგერიელმა ახალ ზელანდიელმა - ისრაელ ადესანიამ წონა შეიცვალა და საშუალო წონიდან, ნახევრად მძიმე დივიზიონში გადაინაცვლა, სადაც ქამრისთვის დივიზიონის მოქმედ ჩემპიონს - იან ბრალხოვიჩს დაუპირისპირდა.

პირველი 3 რაუნდი თანაბრად, ერთ ტემპში მიმდინარეობდა. თუმცა, მეოთხე და მეხუთე რაუნდებში, პოლონელმა ბრძოლა პარტერში გადაიყვანა და საჩემპიონო რაუნდებში სრული დომინაციის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ადესანია დამარცხდა.

ისრაელ ადესანია: "ღამე კარგად ვერ დავიძინე. საქმე ისე არ წავიდა როგორც მინდოდა, მისმა გაბარიტებმა ხელი შემიშალა, თუმცა ტექნიკა კარგი მქონდა და კმაყოფილი ვარ. ამ წონაში კიდევ დავბრუნდები და ვიჩხუბებ. იანს მინდა მადლობა გადავუხადო.

იან ბლახოვიჩი: "მეგონა უფრო სწრაფი იქნებოდა, თუმცა შედარებით ნელი აღმოჩნდა. მეგონა, რომ სუსტად ურტყამდა, თურმე პირიქით ყოფილა... ვიცოდი, რომ პარტერში გადაყვანა შემეძლო, წონის და ძალის გამო, რაც გავაკეთე კიდეც. შემდეგი გლოვერ ტეიშეირა იქნება, მანამდე ცოტას დავისვენებ."

ეს ისრაელ ადესანიას MMA კარიერაში პირველი მარცხი გახლდათ, აქამდე ახალ ზელანდიელს ზედიზედ 20 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები