Thumbnail
  • გიორგი ჩაკვეტაძემ მორიგი ტრავმა მიიღო
  • უცნობია, როდის შეძლებს ის დაბრუნებას

Het Nieuwsblad ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახლახან გამოჯანმრთელებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ კვლავ ტრავმა მიიღო. ამის შესახებ ბელგიურ გამოცემას თავად გენტის თავკაცმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა განუცხადა. ამჯერად, გიორგიმ ოთხთავა კუნთი დაიშავა. 

ჯერ უცნობია, კვლავ რამდენი ხნის გამოტოვება მოუწევს ქართველ შემტევ ნახევარმცველს. ჩაკვეტაძეს ბოლო ორი სეზონი ტრავმების გამო თითქმის სულ გაუცდა - 2019/20 წლების სეზონში მან ყველა მატჩში გენტის რიგებში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ახლა კი - მხოლოდ 3-ში. გენტში იმედოვნებენ, რომ სეზონის დასრულებამდე გიორგი მოედანს დაუბრუნდება, თუმცა მისი თამაში ეროვნულ ნაკრებში მარტის სანაკრებო პაუზისას, გამორიცხულია. 

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს საქართველოს ნაკრები შვედეთში 2023 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლს იწყებს შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ, რომელსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი უბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები