Thumbnail
  • საქართველომ პორტუგალიასთან ბონუს ქულა აიღო
  • ლევან მაისაშვილისა და მერაბ შარიქაძის კომენტარები მატჩის შემდეგ

რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ესტუმრა და 29:16 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიაში 5 ლელო გაიტანეს და ბონუს ქულაც დაიმსახურეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ პორტუგალიასთან გამართული მატჩი შეაფასეს.

ლევან მაისაშვილი: დაგეგმილი 5 ქულა ავიღეთ, თამაში მოვიგეთ. მართალია, ნერვიულობა მოგვიწია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ტურნირზე ექსპერიმენტებს ვატარებთ. ექსპერიმენტი ხანდახან ამართლებს და ხანადახან ვერა. ორი ახალგაზრდა მორაგბის დებიუტი შედგა, ბევრი ცვლილება გავაკეთეთ. დასახულ მიზანს, გასვლაზე ბონუსით მოგებას მივაღწიეთ. მატჩის დებიუტში შეტევის რამდენიმე შესაძლებლობა გვქონდა, რის შემდეგაც რამდენიმე დავალება ვერ შევასრულეთ და თამაშის გადაწყობა გაგვიჭირდა. ემოციური შეცდომები გვქონდა, რის გამოცა მორაგბე გაგვისინბინეს, რამაც წნეხში მოგვაქცია, მაგრამ ჩვენი უპირატესობის გამოყენება ვცადეთ, თავდაჯერებულობაც მოვიდა, რადგანაც ანგარიშში წინ გავედით.

მერაბ შარიქაძე: საუკეთესო თამაში არ იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ. კვირის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ამ თამაშშიც შეიძლებოდა გარკვეული პოზიტივის დანახვა. კარში არ ვურტყამდით, რადგანაც მეტოქეს მოლში საგრძნობლად ვჯობდით. გარდა ამისა, გვსურდა, რომ ტაბლოზე დამაჯერებელი ანგარიში ყოფილიყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები