Thumbnail

სტუდია Hidden Path ფრენჩაიზ Dungeons & Dragons-ზე დაფუძნებულ თამაშს გამოუშვებს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • თამაში მესამე პირის ხედვის კუთხისაა და ის ღია სამყაროს ტიპის იქნება
  • პროექტის ხელმძღვანელი უიტნი 'სტრიქს' ბელტრანია
  • D & D-ის თამაშებზე Larian Studios და Tuque Games-იც მუშაობენ

სტუდია Hidden Path Entertainment ახალ ფენტეზი ჟანრის თამაშზე მუშაობს, რომელიც ლეგენდარული ფრენჩაიზი Dungeons & Dragons-ის სამყაროზეა დაფუძნებული. თამაში მესამე პირის ხედვის კუთხისაა და ის ღია სამყაროს ტიპისა იქნება. ამ პროექტის შესახებ სტუდიას ჯერ დეტალურად არ უსაუბრია, თუმცა, მათ ტვიტერზე რამდენიმე ვაკანსია გავრცელდა.

ამჟამად, თამაშის სიუჟეტის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, ვიცით, რომ პროექტის ხელმძღვანელი უიტნი 'სტრიქს' ბელტრანია: ცნობილი დეველოპერი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პოპულარული სამაგიდო როლული თამაშის Bluebeard’s Bride-ის შექმნაში. ტვიტერზე თავად ბელტრანმაც განაცხადა, რომ, კარგა ხანია, Dungeons & Dragons-ის თამაშზე მუშაობს. 

Hidden Path-ის ვებ-გვერდის მიხედვით, ახალი თამაში ძრავა Unreal Engine 4-ის გამოყენებით იქნება. შეგახსენებთ, რომ Hidden Path ამერიკული დეველოპერული სტუდიაა, რომელიც 'ციხე-კოშკის დაცვის' ჟანრის თამაშებითაა ცნობილი. სტუდიამ რამდენიმე საერთო პროექტზე იმუშავა კორპორაცია Valve-თან ერთად და Counter-Strike: Global Offensive-ის შექმნაშიც კი აქვს მონაწილეობა მიღებული.

როგორც ჩანს, Dungeons & Dragons-ის ვიდეოთამაშებად ქცევა, საკმაოდ პოპულარული ტრენდია: Hidden Path-ის პროექტი სულაც არაა ერთადერთი დიდბიუჯეტიანი Dungeons & Dragons-ის სამყაროზე დაფუძნებული თამაში, რომელიც უახლოეს წლებში გამოვა. Larian Studios-მა, რომელიც Divinity: Original Sin-ის ავტორია და გასული წლის ოქტომბერში, Baldur’s Gate 3-ის ბეტა ვერსია გაავრცელა. ამასთან ერთად, Tuque Games-იც მუშაობს კო-ოპ სტილის სათავგადასავლო/როლურ თამაშზე, რომელსაც Dark Alliance ჰქვია. თამაში ავტორ რ.ა. სალვატორეს 'ბნელი ელფის ტრილოგიის' სიუჟეტზე იქნება დაფუძნებული და მასში Dungeons & Dragons-ის ფანების საყვარელ პერსონაჟ, დრიზტ დუ'ურდენსაც ვიხილავთ. Dark Alliance სავარაუდოდ, 2021 წელს გამოვა პერსონალური კომპიუტერისა და შემდეგი თაობის კონსოლებისათვის.

კომენტარები

ბოლო ამბები