Thumbnail
  • პორტუგალია 16:29 საქართველო
  • 14 მარტს საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრება

რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ესტუმრა და 29:16 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიაში 5 ლელო გაიტანეს და ბონუს ქულაც დაიმსახურეს. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი გათამაშება, აგრეთვე მსოფლიოს 2023 წლის თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა...

მე-3 წუთზე გელა აფრასიძეს ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ მან ჯარიმა ააცილა. მე-5 წუთზე საღინაძე დაჯარიმდა და სამუელ მარკეშმა ჯარიმა საკმაოდ რთული პოზიციიდან გაიტანა - 3:0. სამ წუთში მანვე შორი მანძილიდან სცადა ჯარიმის გატანა, მაგრამ ბურთმა ძელებამდე ვერ მიაღწია. მე-12 წუთზე მანვე ჯარიმა ძელს გაარტყა. პორტუგალიის სრული უპირატესობა გრძელდებოდა და მე-14 წუთზე მარკეშმა საკმაოდ იოლი პოზიციიდან გაიტანა - 6:0. 

მე-19 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე შერკინებაში დაჩაგრეს, ჯარიმა აუტში დაარტყეს და მოლით შეუტიეს. ბოლოს აფრასიძის პასით მირიან მოდებაძემ თამაშის პირველი ლელო გაიტანა. აფრასიძემ გარდახვა ააცილა - 6:5. რასაც სამუელ მარკეშის მორიგი აცილებული საჯარიმო მოჰყვა. ნაკრების მეორე ლელოც პირველის ანალოგიურ შეტევას მოჰყვა 24-ე წუთზე. გარდასახვა ამჯერად, მათიაშვილმა გააფუჭა - 6:10. 33-ე წუთზე უბურთო მოთამაშის შებოჭვისთვის გიორგი კვესელაძე 10 წუთით გააძევეს. 36-ე წუთზე კაცნაკლულ "ბორჯღალოსნებს" როდრიგუ მარტამ ლელო გაუტანა, მარკეშმა ორივე ძელს გაარტყა გარდასახვა, მაგრამ ბურთი გავიდა - 13:10. 

📺 პორტუგალია v საქართველო [მიმოხილვა]

46-ე წუთზე მარკეშის საჯარიმოს შემდეგ პორტუგალია 16:10 დაწინაურდა. "ბორჯღალოსნებმა" 49-ე წუთზე გიორგი მელიქიძის ლელოთი და მათიაშვილის გარდასახვით უპასუხეს და წინ გავიდნენ - 16:17. 55-ე წუთზე მარკეშმა მორიგი საჯარიმო ააცილა. 65-ე წუთზე 14 კაცით მოთამაშე "ბორჯღალოსნებმა" ლელო გაიტანეს, ეს შალვა მამუკაშვილმა შეძლო, მათიაშვილმა კარგი პოზიციიდან ვერ გაიტანა გარდასახვა - 16:22. 

72-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" შერკინებაში საჯარიმო მოიპოვეს, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან არ დაარტყეს კარში და ვერც აუტზე გადააგდეს ბურთი. ბოლო წუთზე "ბორჯღალოსნებმა" მე-4 ლელო გაიტანეს (ჯალაღონია) და გარდასახეს კიდეც - 16:29.

პირველი ტურის სხვა მატჩში რუსეთის ნაკრებმა რუმინეთს შინ 18:13 მოუგო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 14 მარტს მადრიდში გამართავს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო 20 მარტს "ბორჯღალოსნები" კალინინგრადში რუსეთის ნაკრებს ესტუმრებიან. 

პორტუგალია 16:29 საქართველო

3:0 - მარკეში, 6:0 - მარკეში, 6:5 - მოდებაძე, 6:10 - ბრეგვაძე, 11:10 - მარტა, 13:10 - მარკეში, 16:10 - მარკეში, 16:15 - მელიქიძე, 16:17 - მათიაშვილი, 16:22 - მამუკაშვილი, 16:27 - ჯალაღონია, 16:29 მათიაშვილი

საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე; 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ჯაიანი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ბექა გიგაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. დავით გიგაური, 20. ირაკლი ცხადაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. დემე თაფლაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები