Thumbnail
  • კალ სტეიტ ნორტრიჯი 68:72 რივერსაიდი
  • ალექსანდრე მერკვილაძე - 17 ქულა, 13 მოხსნა

NCAA-ში ალექსანდრე მერკვილაძის კალ სტეიტი შინ რივერსაიდთან 4-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 68:72. "მატადორების" რიგებში საუკეთესო ქართველი ფორვარდი იყო, მან 32 წუთში 17 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. 

მატჩის დასრულებამდე კალ სტეიტი 2 ქულის სხვაობით იგებდა, მაგრამ ამის შემდეგ ქულები მხოლოდ სტუმრებმა ჩააგდეს. ეს 18 წლის კალათბურთელის მე-4 ორმაგი დუბლია სეზონში. მან თამაშიდან 11 სროლიდან 6 ჩააგდო. მან 1 ჩაჭრაც მიითვალა. ამაღამ მერკვილაძის გუნდი იმავე მეტოქეს რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში ეთამაშება. კალ სტეიტს 9-11 ბალანსი აქვს, "ბიგ ვესტის" კონფერენციაში კი - 5-8. 

კომენტარები

ბოლო ამბები