Thumbnail

'შეუძლია, ჩემი მემკვიდრე გახდეს' - პელე კილიან მბაპეზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კამპ ნოუზე კილიან მბაპეს ფანტასტიკურ თამაშს პელე გამოეხმაურა
  • ფეხბურთის მეფე მიიჩნევს, რომ ფრანგი ფეხბურთელი მას ძალიან ჰგავს

კილიან მბაპემ "კამპ ნოუზე" ჰეთ-თრიკი შეასრულა და ისტორიაში მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 3 გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა პელემ ფრანგ შემტევზე ვრცლად "გაძეტა დელო სპორტთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ კილიანი მის სტილში თამაშობს.

"მბაპეს შეუძლია ჩემი მემკვიდრე გახდეს. თამამად ვამბობ და არ ვხუმრობ. კილიანში საკუთარ თავს ვხედავ. ის არის შემტევი, რომელსაც სწრაფად ფიქრი შეუძლია. როცა ბურთს იღებს, მან მაშინვე იცის, როგორ იმოქმედოს - საით გააგრძელოს მოძრაობა და როგორ იპოვოს სწორი გზა. კილიანს მეტოქის სისწრაფეში დაჩაგვრა და საოცარი დრიბლინგი აქვს, რაც საკუთარ თავს მაგონებს'', - განაცხადა პელემ იტალიურ მედიასთან.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პელე მბაპეს თამაშს გამოეხმაურა. მან 2019 წელს აღნიშნა, რომ კილიანი ინტელიგენტი, სწრაფი და არაპროგნოზირებადია. პელე ამბობდა, რომ კილიანი "ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებდა. "ფეხბურთის მეფემ" მაშინ განაცხადა, რომ ფრანგს მისი შურდა და სწორედ ამიტომ ბაძავდა პელეს სათამაშო სტილს.

კილიანს მიმდინარე სეზონში 23 გოლი აქვს გატანილი - ფრანგმა შემტევმა ლიგა ერთში 18-ჯერ გამოიჩინა თავი და ჩემპიონთა ლიგაზე 5-ჯერ გაიტანა. მბაპეს გუნდს 4 ტიტულის მოგების შანსი აქვს - ჩემპიონთა ლიგის, ლიგა 1-ის, საფრანგეთის თასისა და საფრანგეთის ლიგის თასის.

კომენტარები

ბოლო ამბები