Thumbnail

წყალბურთი | მარცხი 8 ბურთით - დინამომ ბარსელონეტასთან წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დინამო თბილისი 6:14 ბარსელონეტა
  • 20 აპრილს დეიან სტანოევიჩის გუნდი იადრანს შეხვდება

ბუდაპეშტში გრძელდება ჩემპიონთა ლიგის გათამაშება წყალბურთში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს. დინამო თბილისმა B ჯგუფში მე-7 მატჩი ჩაატარა და ესპანურ ბარსელონას დაუპირისპირდა.

ესპანელი წყალბურთელები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ და იოლი გამარჯვებაც მოიპოვეს.

დინამო თბილისმა პირველი ტაიმი 0:7 წააგო და საკმაოდ სოლიდური ჩამორჩენის შემდეგ თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. უნდა აღინიშნოს, რომ ბარსელონამ საქართველოს ჩემპიონს სამი პერიოდი მოუგო და შეხვედრაშიც დიდი სხვაობით გაიმარჯვა - 6:14.

დეიან სტანოევიჩის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მე-4 მარცხი განიცადა და ჯგუფში 1 მოგებითა და 6 წაგებით ბოლო ადგილზეა. დინამო თბილისი მომდევნო ტურის მატჩს 20 აპრილს , უნგრული იადრანის წინააღმდეგ ჩაატარებს.

📺 დინამო თბილისი 6:14 ბარსელონეტა (0:3, 0:4, 2:4, 4:3)

კომენტარები

ბოლო ამბები