Thumbnail
  • რუბინი რუსეთის ჩემპიონატის მომავალ ტურში მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება
  • ზენიტის მთავარმა მწვრთნელმა ყაზანის გუნდში ქართველი ნახევარმცველი გამოარჩია

ყაზანის რუბინი, რომლის ღირსებას ხვიჩა კვარაცხელია იცავს, რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერ სანკტ პეტერბურგის ზენიტს უმასპინძლებს. შეხვედრა 8 მარტს ჩატარდება, ზენიტის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი სემეკმა კი თამაშის წინ ყურადღება ყაზანელთა 20 წლის ქართველ ტალანტზე გაამახვილა.

"რუბინი - ეს არის გუნდი, რომელიც კარგად, აგრესიულად თამაშობს და სწრაფ შეტევებს ახორციელებს. რა თქმა უნდა, ამ დროისთვის შეტევაში მათი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა. ის ძალიან კარგად გამოიყურება და ძალიან ხშირად სიმწვავე სწორედ მისგან მოდის", - აქვეყნებს სპეციალისტის სიტყვებს ზენიტის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინს მოსკოვის სპარტაკთან სტუმრად ანგარიშით 2:0 მოაგებინა (ხვიჩამ სტუმართა ორივე გოლში წვლილი შეიტანა) და ის ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. 

ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის სპარტაკთან შეუჩერებელი იყო

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის ამ სეზონში 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მან გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 7 საგოლე პასი (მოპოვებული პენალტების ჩათვლით). ხვიჩა 5-ჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, რაც რუსეთის პრემიერლიგის ამ სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.

ყაზანის რუბინს ჩემპიონატში ჩატარებულ 20 მატჩში 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები