Thumbnail

რინგიდან გადააგდეს და მაგიდა დაამსხვრია - შაკს ექიმების დახმარება დასჭირდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • შაკილ ო'ნილმა რესტლინგში ძალები კიდევ ერთხელ სცადა
  • მისი All Elite Wrestling-ში დებიუტი მძიმე გამოდგა

NBA-ს ყოფილ ვარსკვლავს, აწ კი ცნობილი საკალათბურთო მიმომხილველ შაკილ ო’ნილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა მას შემდეგ, რაც ძალები მოსინჯა შოუში All Elite Wrestling.

ერთ-ერთ ეპიზოდში შაკი ბაგირთან იმყოფებოდა, როდესაც მეტოქე დაეჯახა. შოუს ორივე მონაწილე რინგს მიღმა გადავარდა, ო’ნილი ზურგით მაგიდას დაეცა და დაამსხვრია. შაკი რამდენიმე წამი გაუნძრევლად იწვა, შემდეგ კი მის დასახმარებლად სასწრაფოს ეკიპაჟს უხმეს.

ცნობისთვის, 48 წლის შაკისთვის ეს აღნიშნულ შოუში სადებიუტო გამოსვლა გახლდათ, თუმცა კი, რესტლინგში პირველი გამოცდილება არ ყოფილა. ლეგენდარული კალათბურთელი რინგზე პირველად 2016 წელს გამოჩნდა, შოუში Wresrlemania 32. ეს ბევრს არც გაჰკვირვებია, რადგანაც ო’ნილი როგორც მოთამაშის კარიერის დროს, ასევე მას მერე ექსტრავაგანტური ქცევით გამოირჩეოდა.

შაკილ ო'ნილი 1992 წლის დრაფტის პირველ ნომრად ორლანდო მეჯიქმა აირჩია, 1996 წელს კი ლოს ანჟელეს ლეიკერსში გადაბარგდა, სადაც NBA-ს ჩემპიონი 3-ჯერ გახდა. მას ასევე უთამაშია მაიამიში (2004-2008, 2006 წელს ლიგა კიდევ ერთხელ მოიგო), ფინიქსში (2008-2009), კლივლენდსა (2009-2010) და ბოსტონში (2010-2011). შაკმა “ყველა ვარსკვლავთა მატჩში" 15-ჯერ მიიღო მონაწილეობა.

📺 შაკის დებიუტი All Elite Wrestling-ში

კომენტარები

ბოლო ამბები