Thumbnail

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს რუმინელი მწვრთნელი უხელმძღვანელებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს სანდუ ფლორინ იაკობი გაწვრთნის
  • სპეციალისტს რამდენიმე კლუბსა და რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უმუშავია

საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს, რუმინელი სპეციალისტი - სანდუ ფლორინ იაკობი უხელმძღვანელებს. 43 წლის რუმინელს მთავარ მწვრთნელად ხუთ რუმინულ გუნდსა და რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უმუშავია.

მისი სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს დაიწყო, როცა ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, რის შემდეგაც ვასლუიში, კონსტანტაში, ფოკსანში, ბუქარესტის სტიაუასა და ბაკაუში იმუშავა. კონსტანტასთან ერთად 2017-18 წლების სეზონში რუმინეთის თასის მფლობელიც გახდა, როცა მისმა გუნდმა ფინალში ტიმიშოარა 23:21 დაამარცხა.

სანდუ იაკობი მოთამაშის რანგში რუმინეთის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა, ხოლო თასის მოგება 5-ჯერ მოახერხა. მას რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში 154 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 576-ჯერ გამოიჩინა. ფლორინი 2009 წლის ხორვატიის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუმინეთის ნაკრების კაპიტანი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები