Thumbnail
  • ანადოლუ ეფესი 100:70 ცსკა მოსკოვი
  • თორნიკე შენგელია: 14 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი

ევროლიგის რეგულარული სეზონის 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა თურქეთში ეფესს ესტუმრა და 30-ქულიანი სხვაობით განადგურდა - 70:100.

აღსანიშნავია, რომ წაგებულთა რიგებში მხოლოდ შენგელიამ დააგროვა ათ ქულაზე მეტი, მან 24:16 წუთი ითამაშა და გუნდს 14 ქულით, 5 მოხსნით და 3 პასით შეეშველა. მის ანგარიშზეა 1 ჩაჭრაც, თუმცა ბურთი 5-ჯერ დაკარგა. ჩააგდო თამაში ცსკა-ს ამერიკელმა ლიდერმა მაიკ ჯეიმსმა, რომელმაც მხოლოდ 5 ქულას მოუყარა თავი. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ეფესის სერბი ლეგიონერი მიციჩი გახდა - 21 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი. 

ეს შენგელიას გუნდის 9 მარცხი იყო 27 მატჩში. რაც თორნიკე დაბრუნდა, გუნდმა წაგებათა სერია შეწყვიტა და ზედიზედ 2 მატჩი მოიგო ევროლიგაზე, თუმცა სტმაბოლში ცსკა მიწაზე დაანარცხეს. წაგების მიუხედავად, ცსკა 18 გამარჯვებით მე-2 ადგილზეა. პირველზე ბარსელონაა (19 გამარჯვება), მესამეზე - ეფესი (17). 11 მარტს ცსკა ოლიმპია მილანოს (17 გამარჯვება, მე-4 ადგილი) მასპინძლობს.

კომენტარები

ბოლო ამბები