Thumbnail

აზერბაიჯანული მედია ამტკიცებს, რომ ბაქოს საბაჰი შესაძლოა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა კახა ცხადაძემ ჩაიბაროს. Idmantv.az წერს, რომ აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მაჩანჩალა კლუბი სეზონის ბოლოს აუცილებლად გაუშვებს მთავარ მწვრთნელს. 

საბაჰის ხელმძღვანელობამ არჩევანი ორ სპეციალისტს შორის უნდა გააკეთოს - პირველი რუსი სერგეი იურანია, მეორე - ცხადაძე. ორივეს აქვს აზერბაიჯანში მუშაობის გამოცდილება - იურანი 2011/12 წლების სეზონში სიმურგს ხელმძღვანელობდა, ცხადაძე კი სტანდარდში და ბაქოს ინტერში მუშაობდა. 

იურანი ამჟამად რუსეთის პირველი დივიზიონის სკა-ხაბაროვსკის მწვრთნელია, მას კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. რაც შეეხება ცხადაძეს, ყაზახური ორდაბასიდან წამოსვლის შემდეგ, უმუშევარია. 

კომენტარები

ბოლო ამბები