Thumbnail

Call of Duty: Warzone-ს, შესაძლოა, მალე ახალი 'მოუდები' დაემატოს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ინტერნეტში 'დალიქული' ვიოსლაინები ახალი მოუდების გამოსვლაზე მიანიშნებს
  • მათ შორის ერთ-ერთია ე.წ. 'სენდბოქსის' მოუდი
  • მეორე სეზონი 25 თებერვალს დაიწყო და განახლების ინსტალაცია უკვე შესაძლებელია

ინტერნეტში პოპულარული ონლაინ მულტიფლეიერის, Call of Duty Warzone-ის პერსონაჟების ვიოსლაინები გავრცელდა, რომლებიც თამაშში ახალი 'მოუდების' დამატებაზე მიუთითებს. მათ შორისაა 'Plague' და 'Sandbox' მოუდები და უკვე დაანონსებული Exfiltration მოუდიც.

ვოისლაინები ტვიტერის მომხმარებელმა ZestyCODLeaks გაავრცელა, რომელსაც CoD-სა და Warzone-სთან დაკავშირებული 'ლიქები' ადრეც გაუმჟღავნებია. სამწუხაროდ, არაფერი მიუთითებს იმაზე, თუ როდის დაემატება თამაშს ახალი მოუდები.

ახალი ვიოსლაინების მოსმენა ამ ვიდეოში შეგიძლიათ:

'Plague' მოუდში, როგორც ჩანს, ქალაქი ვერდანსი ზომბების ხელშია და გმირებმა თავისი მისია ვერ შესარულეს. ნარატორი მათ აფრთხილებს, რომ 'ვერდანსკს ატომური ბომბი უახლოვდება, მოემზადეთ ევაკუაციისთვის.' 

რამდენიმე ვოისლაინი თამაშში ე.წ. 'სენდბოქს' სტილის მოუდის დამატებაზე მიუთითებს. აუდიო ფაილში საუბარია სხვადასხვა ტიპის ავტომობილებსა და ვერტმფრენებზე, რომლებმაც 'ფინიშს მიწასთან შეუხებლად უნდა მიაღწიონ.' როგორც ჩანს, ეს მოუდი თამაშ 'იატაკს ფეხი არ დააბიჯოს' ტიპის გამოწვევას შესთავაზებს გეიმერებს.

მესამე მოუდს Exfiltration ჰქვია და მასზე უკვე დეტალურად დაიწერა  Call of Duty-ის ბლოგზე. ის თამაშს სეზონის შუაში დაემატება.

პირველი ინფორმაცია Call of Duty Warzone-ში ზომბების დამატების შესახებ, თებერვლის დასაწყისში გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ისინი ქალაქ ვერდანსკში გამოჩნდებოდნენ. ახალი ვოისლაინებიც სწორედ ამაზე მიუთითებს. შეგახსენებთ, რომ მეორე სეზონი 25 თებერვალს გამოვიდა და განახლების გადმოწერა უკვე შესაძლებელია. საინტერესო ფაქტია, რომ ამ განახლებამ, გეიმერების დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია: მიუხედავად რომ ფაილების ზომა 17 GB-ია, თქვენს მოწყობილობაზე მის დასაყენებლად 100 GB-ზე მეტი თავისუფალი სივრცის ქონაა საჭირო. 

Call of Duty-ის ფრენჩაიზის თამაშები საყოველთაოდ ცნობილია თავისი უშველებელი აფდეითებით. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, თამაშის ავტორმა კორპორაცია Activision-მა განაცხადა, რომ 500GB მეხსიერების მქონე PS4-ის მფლობელები, მალე Warzone-ის თამაშს ვეღარ შეძლებდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები