Thumbnail

'ის მივიღეთ, რაც გვინდოდა' - ლობჟანიძე გალათასარაისთან სუპერგოლზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში საბა ლობჟანიძემ სტამბოლის გალათასარაისთან (2:1) სუპერგოლი გაიტანა. ქართველმა ნახევარმცველმა თურქული ფეხბურთის გრანდთან თავის გამოჩენის შემდეგ მოკლე კომენტარიც გააკეთა.

როგორც საბამ აღნიშნა, გალათასარაის თამაში შესწავლილი ჰქონდათ და იცოდნენ, რომ მეტოქის დაცვაში თავისუფალი სივრცეები აუცილებლად დარჩებოდა, რითაც იდეალურადაც ისარგებლა.

"გალათასარაი ყოველთვის უტევს. ჩვენც ამ კუთხით ვიმუშავეთ. ვიცოდით, რომ ცარიელ სივრცეებს დატოვებდნენ და მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. კარგი გუნდი გვყავს, ეს ჰატაისპორთან მატჩის შემდეგაც ვთქვი. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა გვქონდეს და მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი მეტოქე დიდი გუნდი იქნება, თუ პატარა, ყველასთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ", - თქვა ლობჟანიძემ.

📺 საბა ლობჟანიძის გოლი გალათასარაის კარში

შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძე ანკარაგიუჯუს ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავს. მიმდინარე სეზონში 26 წლის შემტევმა თურქეთის სუპერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა. მისი გუნდი ლიგაში დასარჩენად იბრძვის და 23 ქულით 21-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები