Thumbnail
  • ლივერპულსა და ლაიპციგს შორის პირველი შეხვედრაც უნგრეთში გაიმართა
  • მანჩესტერ სიტი ‘მერსისაიდელებისგან’ განსხვავებით ინგლისში ითამაშებს 

ოფიციალურად: ლივერპულსა და ლაიპციგს შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა "ენფილდის" ნაცვლად უნგრეთში, ბუდაბეშტში, "პუშკაშ არენაზე" გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს ამ ორ გუნდს შორის გამართული პირველი შეხვედრაც სწორედ უნგრეთის დედაქალაქში გაიმართა. ამის მიზეზი ინგლისსა და გერმანიას შორის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვებია.

მიუხედავად ამისა, უეფამ დაადასტურა, რომ მანჩესტერ სიტი, რომელიც მიონხენგლადბახის ბორუსიას ეთამაშება, შეხვედრას შინ, ინგლისში, “ეტიჰადზე” გამართავს. ამის მიზეზი მარტივია: გერმანიის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა შეზღუდვები ვრცელდება. 

მიონხენგლადბახი ნორდ რაინ-ვესტფალენის მხარეა, ხოლო ლაიპციგი - საქსონია. აქედან გამომდინარე, თუ ლაიპციგი ინგლისში ითამაშებდა, წესების მიხედვით, გუნდს გერმანიაში დაბრუნების შემდეგ 10-დღიანი იზოლაცია მოუწევდა.

შეგახსენებთ, რომ "მერსისაიდელებმა" მოჰამედ სალაჰისა და სადიო მანეს გოლებით გერმანელები 2:0 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგეს. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 10 მარტს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები