Thumbnail
  • ნაკრების ვიცე-კაპიტანმა თბილისურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • 33 წლის მცველი საქართველოს ჩემპიონატში 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. 33 წლის ცენტრალური მცველი, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი არნემის ვიტესში აქვს გატარებული, თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს. 

გურამ კაშიამ, რომელიც სან ხოსესთან განშორების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსს ფლობდა, ლოკომოტივთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

გურამის ანგარიშზე საქართველოს ნაკრების 82 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასია

"ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან", - ამბობს გამოცდილი მცველი კლუბის პრესსამსახურთან.

გურამ კაშია არნემის ვიტესის ლეგენდაა

გურამ კაშიამ კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, რომლის ღირსებას 2006-10 წლებში იცავდა და მისი მაისურით საქართველოს ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი მოიგო. კაშია 2010-18 წლებში არნემის ვიტესში გამოდიოდა, რომლის კაპიტანი იყო. გურამი ვიტესთან ერთად ნიდერლანდების თასის მფლობელი გახდა. ბოლო სამი სეზონი მცველმა MLS-ის სან ხოსეში გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები