Thumbnail
  • ანკარაგიუჯუ 2:1 გალათასარაი
  • საბა ლობჟანიძე ამ სეზონში - 3 გოლი, 7 ასისტი

თურქეთის სუპერ ლიგის 28-ე ტურში ანკარაგიუჯუმ სტამბოლის გალათასარაის უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. 55-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ ფერნანდო მუსლერას კარში სუპერგოლი გაიტანა. 

📺 საბა ლობჟანიძის გოლი გალათასარაის კარში

მან ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, მცველი "მოტეხა" და ურუგვაელ გოლკიპერს ბურთი თავზე გადაუგდო. ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა. ეს ლობჟანიძის მე-3 გოლია სუპერ ლიგში, მის ანგარიშზე  7 საგოლე პასია. ანკარაგიუჯუ 23 ქულით მე-19 პოზიციაზეა, ხოლო გალათარაი 57 ქულით ლიდერია, მას ანკარაგიუჯუმ 8-მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა. 7 მარტს ლობჟანიძის გუნდი სტამბოლში ვატო არველაძის კარაგიუმრუკს ესტუმრება.  

კომენტარები

ბოლო ამბები