Thumbnail

ტრანსფერები | იუვენტუსი მაკენის იტოვებს! შალკე მინიმუმ 18,5 მილიონს მიიღებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტურინის იუვენტუსმა უესტონ მაკენის კონტრაქტი გამოისყიდა
  • ამერიკელი ნახევარმცველი იუვეში აქამდე განათხოვრებული იყო

როგორც მოსალოდნელი იყო, იუვენტუსმა უესტონ მაკენის დატოვება გადაწყვიტა. ტურინულმა გრანდმა საბოლოოდ გამოისყიდა ამერიკელი ნახევარმცველის კონტრაქტი, რომელიც აქამდე შალკედან იუვეში განათხოვრების წესით თამაშობდა. იტალიურ გრანდს მაკენის შეძენა 18,5 მილიონად შეეძლო და კონტრაქტის ეს ოფცია აამოქმედა. გერმანული კლუბი, რომელიც ბუნდესლიგაში ახლა ბოლო ადგილზეა და გავარდნის საფრთხე ემუქრება, თანხას 3 წლის განმავლობაში მიიღებს. შესაძლოა, უახლოეს წლებში ამ თანხას ბონუსების სისტემით გათვალისწინებული 6,5 მილიონიც დაემატოს.

22 წლის მაკენიმ იუვენტუსთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ამ სეზონის იჯარისთვის ტურინელებს შალკესთვის უკვე გადახდილი ჰქონდათ 4,5 მილიონი ევრო.

მაკენი შალკეში 2016 წელს, დალასის აკადემიიდან გადავიდა. გელზენკირხენული კლუბისთვის ჩატარებული 91 ოფიციალური მატჩის შემდეგ მან იუვენტუსის ფორმა მოირგო, სადაც ამ სეზონში ხშირად თამაშობს. იუვესთვის მან 31 ოფიციალურ მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები