Thumbnail
  • რუსეთში თამაში გამოიგონეს, რომელიც კალათბურთის, რაგბისა და ჭიდაობის ნაზავია
  • თამაშის ვიდეო, რომელიც ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვირუსული გახდა 
  • ვიდეოზე კომენტარები დონოვან მიტჩელმა, აიზია ტომასმა, ტერი როზიემაც გააკეთეს

მსოფლიოს სპორტული გამოცემები, ასევე NBA-ს მოქმედი და ყოფილი კალათბურთელები, შეიძლება ითქვას, შოკში არიან სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს გამო, რომელშიც რუსეთში გამოგონილი თამაში, რეგბოლია ასახული. 

გუნდური თამაში, რომელიც რაგბის, კალათბურთისა და ჭიდაობის ელემენტებს შეიცავს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში გამოიგონეს, სპორტის სახეობად კი 2003 წელს დაარეგისტრირეს. თამაში კალათბურთის მოედანზე ტარდება და მისი მიზანი ბურთის მეტოქის კალათში ჩაგდებაა, მაგრამ კალათბურთისგან განსხვავებით, რეგბოლში არ არის საჯარიმო ტყორცნა და დაშვებულია ძალისმიერი ბრძოლა და ჭიდაობა.

💬 "კალათბურთის ეს სახეობა 20 წელიწადზე მეტია არსებობს, პირველი ჩემპიონატი კი სანკტ-პეტერბურგში 2001 წელს ჩატარდა, მაგრამ ევროპაში სპორტის ამ სახეობაზე საერთოდ არაფერ იციან. სიტყვები არ გვყოფნის აღვწეროთ ვიდეო, რომელიც ვირუსული გახდა. გარკვეულწილად, რაგბოლი სპორტის ორი სახეობის გიჟური ნაზავია, რომელიც გიზიდავს", - წერს Mundo Deportivo. 

💬 "ჯანდაბა! რუსებმა სპორტის ახალი სახეობა გამოიგონეს", - წერს ნიდერლანდური Sportnieuws.nl.

💬 "ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში შეიძლება მოხდეს. კალათბურთის სახეობა, რომელიც ეს წუთია აღმოვაჩინე", - წერს JCV-ის ტვიტერი.

რეგბოლის ვიდეოზე კომენტარები სხვებთან ერთად, დონოვან მიტჩელმა (იუტა ჯაზი), "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ორგზის მონაწილე აიზია ტომასმა, შარლოტის ლიდერმა ტერი როზიემ და ლიგის ყოფილმა კალათბურთელმა რექს ჩაპმანმაც გააკეთეს.

💬 "ჰეი, აქ რა ხდება?", - დაწერა მიტჩელმა ტვიტერში.  

💬  "აი, ასეთ თამაშს მოელიან ჩვენგან 80-იანი და 90-იანი წლების მოთამშეები, ლოლ", - წერს ტომასი.

💬 "რუსეთი. ვერ ვწყდები. ისეთია, როგორიც NBA იყო 80-იან და 90-იან წლებში", - აღნიშნავს ჩაპმანი. 

💬 "ბიჭებო, ეს მაგარი რაღაცაა - ფეხბურთი, კალათბურთი და ჭიდაობა ერთ ფლაკონში", - წერს როზიე. 

კომენტარები

ბოლო ამბები