Thumbnail

‘გადავარჩინოთ ადამიანები’ - პელემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პელემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა
  • 80 წლის ლეგენდა “დაუვიწყარ დღეზე” წერს

ფეხბურთის მეფედ წოდებულ პელეს ცხოვრებასა და კარიერაში ბევრი განსაკუთრებული დღე ჰქონია, ახლა კი კიდევ ერთი დაემატა: ბრაზილიელმა ლეგენდამ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში “დაუვიწყარი დღე” უწოდა დღეს, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

80 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მას ვაქცინას უკეთებენ. “ეს დაუვიწყარი დღეა. თუმცა პანდემია ჯერ არ დასრულებულა და დისციპლინა უნდა შევინარჩუნოთ, რათა ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ვაქცინა არ გაუკეთებია,” - წერს პელე და დასძენს, რომ ჰიგიენის დაცვა და ნიღბების ტარება ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია: “პანდემია აუცილებლად დასრულდება, როცა ყველა ერთმანეთს დავეხმარებით და ყურადღებას გამოვიჩენთ ერთმანეთს მიმართ.”

პელე, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სან პაულოში, საკუთარ სახლში ცხოვრობს. ბრაზილია კორონავირუსმა უკიდურესად დააზარალა - ქვეყანაში კოვიდ-19-ით 255 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები