Thumbnail

დაბრუნება ახლოსაა - გიორგი ჩაკვეტაძე ეუპენთან წინასწარ განაცხადშია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი ჩაკვეტაძემ შესაძლოა, ეუპენთან ითამაშოს
  • 21 წლის ქართველს ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვან ჰაეზებრუკმა ბელგიის თასზე ეუპენთან მატჩის წინ გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა. ცხადია, ეს არ არის გარანტია, რომ ქართველი შემტევი ითამაშებს, მაგრამ თავისთავად ნიშნავს, რომ დაბრუნება უკვე ძალიან ახლოსაა.

გიორგის ოფიციალური მატჩი 4 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო მისი ხანგრძლივი უთამაშებლობა 15 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის რაპიდთან ტრავმამ განაპირობა. თავიდან დაზიანება არც ისე სერიოზული ჩანდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში ყველაფერი უფრო რთულად იყო.

გიორგი რამდენიმე კვირაა საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა და რამდენიმე დღის წინ მეორე გუნდში 45 წუთიც ითამაშა, თან პენალტით გოლიც გაიტანა.

ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში გენტის რიგებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ერთხელ საქართველოს ნაკრებში ითამაშა (ტალინში, ესტონეთთან). რაც შეეხება ეუპენი-გენტის მატჩს, ბელგიის თასის 1/4-ფინალის ეგიდით 3 მარტს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები