Thumbnail

'ეს კლუბის იმიჯს აზიანებს' - კუმანმა ბარტომეუს სკანდალზე ილაპარაკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რონალდ კუმანი ბარტომეუს დაკავებას გამოეხმაურა
  • ბარსას ყოფილი პრეზიდენტი დღეს გირაოთი გაათავისუფლეს

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კლუბის ყოფილი პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბარტომეუს დაკავების შესახებ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, ეს ფაქტი კლუბის იმიჯს აზიანებს, მაგრამ მისთვის ბარტომეუ განსაკუთრებული პერსონაა.

"ეს კლუბის იმიჯს აზიანებს. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება. მე იმ დროს კლუბში არ ვყოფილვარ, ჩვენ მხოლოდ ფეხბურთზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მომხდარის შესახებ, როდესაც გავიგე, შოკში ვიყავი. კარგად ვიცნობ მას და ოსკარ გრაუს. ვწუხვარ მათთვის, ჩემთვის ბრატომეუ ყოველთვის განსაკუთრებული ადამიანი იყო", - თქვა კუმანმა.

აღსანიშნავია, რომ ბარტომეუ დღეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ესპანეთის სამეფო თასის საპასუხო ნახევარფინალში მატჩს 3 მარტს, შინ სევილიასთან გამართავს. პირველი თამაში ანდალუსიელებს "სანჩეს პისხუანზე" 2:0 აქვთ მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები