Thumbnail
  • ვასპო 98 ჰანოვერი 10:3 დინამო თბილისი
  • დეიან სტანოიევიჩის უიღბლო დებიუტი დინამოს თავკაცის პოსტზე ჩემპიონთა ლიგაზე

1-ელ მარტს ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის წინასწარი ჯგუფური ეტაპის II რაუნდი დაიწყო. დღეს ტურნირზე საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისიც ჩაერთო, რომელიც გერმანულ ჰანოვერს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 3:10. ამ წაგებით საქართველოს ჩემპიონმა პლეი ოფში გასვლის შანსი მკვეთრად შეიმცირა.

📺 დინამო თბილისი v ვასპო ჰანოვერი [მიმოხილვა]

თამაში ქართული კლუბისთვის ძალიან ცუდად დაიწყო - თითო მეოთხედში 2-2 გოლი გაუშვა და ტაიმი 0:4 წააგო. შესვენების შემდეგ არაფერი შეცვლილა, მეტიც მესამე მეოთხედში რაზმაძის კარში 3 უპასუხო გოლი გავიდა. საბედნიეროდ, ბოლო მეოთხედში რევაზ იმნაიშვილმა, 17 წლის ბესო ახვლედიანმა და დუშან ვაშიჩმა შეძლეს გატანა, თორემ გუნდი თამაშს ნულზე აგებდა. 

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ასპარეზობს. პირველ წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ბრეშასთან და ბარსელონეტასთან დამარცხდა, ხოლო იადრან ჰერცეგს 11:8 მოუგო. იმ ეტაპზე დინამო ზუკა რურუამ გაიყვანა, ახლა კი მას დეიან სტანოიევიჩი წვრთნიდა. ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში იასპარეზებს. 3 მარტს დინამო თბილისი ტელეკომ ბუდაპეშტს შეხვდება. 

ვასპო 98 ჰანოვერი 10:3 დინამო თბილისი

გოლები: 1:0 კორუშიჩი, 2:0 ბრგულიანი, 3:0 რადოვიჩი, 4:0 ნაგაევი, 5:0 რადოვიჩი, 6:0 რადოვიჩი, 7:0 ვინკელჰორსტი, 8:0 ვინკელჰორსტი, 9:0 ბრგულიანი, 9:1 იმნაიშვილი, 10:1 მაცანი, 10:2 ახვლედიანი, 10:3 ვაშიჩი

დინამო თბილისი: რაზმაზე - ქავთარაძე, ახვლედიანი (1), იმნაიშვილი (1), ბითაძე, იელაჩა (კაპ), ადეიშვილი, ტყეშელაშვილი, მესხი, მაგრაქველიძე, ვაშიჩი (1), ვაპენსკი

კომენტარები

ბოლო ამბები